// 15.10.2019 14:13 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ფოტო არქივი  


ევროპის რაბინების კონფერენცია გერმანიაში


10-12/11/2013

10-12/11/1013 - გერმანიაში ჩატარდა ევროპის რაბინების კონფერენცია

ბროლის ღამეს", სამოცდათხუთმეტი წლის წინ ევროპის დიდმა და კულტურულმა ერმა გადაწყვიტა, რომ ამიერიდან აღარ უნდა არსებობდეს რელიგიური უმცირესობის სალოცავები. ამის შედეგად სახელმწიფოში ცეცხლს მისცეს და დაარბიეს ექვსასზე მეტი სალოცავი. ეს იყო ომის დაწყება", ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ევროპის რაბინთა თავყრილობის პრეზიდენტმა რაბი ფინხას გოლდშმიტმა ბროლის ღამისადმი" მიძღვნილ ცერემონიაზე ბრონენშტრასეს ქუჩაზე ბერლინში.

აქვე მღელვარე სიტყვით გამოვიდა და შეკრებილთ მოუთხრო იმ ავად სახსენებელი ღამის საშინელებათა მომსწრემ, დღეისათვის 90 წელს მიღწეულმა ელი ფეხლერმა, რომელმაც საკუთარი თვალით იხილა, როგორ წაუკიდეს ცეცხლი ნაცისტებმა იმ ბეით მიდრაშს, სადაც ახლა ეს სამახსოვრო ცერემონია მიმდინარეობდა. მან შეეხეიანუ" აკურთხა, ხოლო უკრაინიდან ამოსულმა 8 წლის ბიჭმა იგალობა ვეჰი შეყამდა ლაავოთენუ..." ეს ცერემონია მოეწყო 10 ნოემბერს ევროპის რაბინთა 28-ე თავყრილობის ფარგლებში.

თავყრილობაზე მიწვეული იყო საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის წარმომადგენლობა პრეზიდენტ გაბრიელ მირილაშვილის მეთაურობით. მასში მონაწილეობდნენ 30 ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ებრაული ორგანიზაციების და დიდი ჯამაათების ხელმძღვანელები, ცნობილი რაბინები. განხილულ იქნა მსოფლიო ებრაელობისათვის მწვავე საკითხები: ანტისემიტიზმის აღმავლობა და ებრაული ტრადიციების დევნა.

10-11-2013
მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი რონ ლაუდერი და საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი

10-11-2013
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰანს-პეტერ ფრიდრიხ და საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი

10-11-2013
საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორნბიორნ იაგლანდი

10-11-2013
ბორის მინც, მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი რონ ლაუდერი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი და რაბი პინხას გოლდშმიტი, მოსკოვის მთავარი რაბი, ევროპელ რაბინების გაერთიანების პრეზიდენტი

10-11-2013
ისრაელის აშკენაზების მთავარ რაბი, დავიდ ლაუ, ისრაელის სფარადელების მთავარ რაბი, იცხაკ იოზეფი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი და რაბი პინხას გოლდშმიტი, მოსკოვის მთავარი რაბი, ევროპელ რაბინების გაერთიანების პრეზიდენტი

10-11-2013
კიევის და უკრაინის მთავარ რაბი, იაკოვ ბლეიიხი, საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი, ხოლოკოსტის მოწმე, ელი ფახლერ

10-11-2013
რაბი პინხას გოლდშმიტი, მოსკოვის მთავარი რაბი, ევროპელ რაბინების გაერთიანების პრეზიდენტი, მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი რონ ლაუდერი,გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი ჰანს-პეტერ ფრიდრიხ და საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი

10-11-2013
გაბრიელ მირილაშვილი, ალექსანდრე მაშკევიჩმი, ბორის მინც, პინხას გოლდშმიტი, დავით ლაუ, ტორნბიორნ იაგლანდი, ფონდ მათანელის პრეზიდენტი, ჯოელ აფლალო

10-11-2013

10-11-2013
საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი, რაბი პინხას გოლდშმიტი, მოსკოვის მთავარი რაბი, ევროპელ რაბინების გაერთიანების პრეზიდენტი და ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორნბიორნ იაგლანდი

10-11-2013
საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორნბიორნ იაგლანდი და ალექსანდრე მაშკევიჩმი

10-11-2013

10-11-2013

10-11-2013

10-11-2013

10-11-2013

10-11-2013







facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3