// 27.06.2019 14:15 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     სემკ-ის საქმიანობა  


პირველი ქართველი თავადი რომელმაც ისრაელის მოქალაქეობა მიიღო


13-11-2012 მსოფლიო ამბები

ქართველმა ბიზნესმენმა გრიგოლ მიქელაძემ დღეს ისრაელის მოქალაქეობა მიიღო. ეს ფაქტი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ მიქელაძე პირველი არაებრაელი ქართველია, რომელმაც ისრაელის მოქალაქეობა ებრაელი ხალხის წინაშე დამსახურების ნიშნად მიიღო და არა "დაბრუნების შესახებ კანონის". სრულიად შესაძლებელია, რომ ეს შემთხვევა პირველი იყოს მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში.

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ქართველმა ბიზნესმენმა ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრ ელი იშაიასგან მიიღო. გრიგოლ მიქელაძე იმერეთის თავადური გვარის შთამომავალია. მიქელაძეების გვარს ეკუთვნოდა მიწები ქუთაისის მახლობლად, სადაც მოგვიანებით ქალაქი სამტრედია აშენდა. თავადების რეზიდენცია სოფელ ყულაში მდებარეობდა. 1970-იანი წლების დასაწყისში აღნიშნულ სოფელში დაახლოებით ხუთი ათასი მოსახლე, ძირითადად კი, ქართველი ებრაელები ცხოვრობდნენ.

"ისრაელში ჩამოსვლისას გასაკუთრებული გრძნობები მიჩნდება. მსოფლიოში მე ორი ქალაქი მიყვარს სამტრედია-ყულაში და იერუსალიმი", - აცხადებს თავად ბიზნესმენი.

ამასთან, ის დადებითად აფასებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებას.

"ის ყოველთვის ამბობს, რომ ებრაელი ხალხი მისთვის ახლობელი ერია. მას ბევრი ებრაელი მეგობარი ჰყავს. გამარჯვების შემდეგ პირველივე დღეს ის სინაგოგაში წავიდა და იქ გამოვიდა სიტყვით", - აცხადებს მიქელაძე.
















facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3