// 12.07.2024 18:05 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     პერსონალია     საზოგაბო მოღვაწეები  


მიხეილ კრიხელი (1930 - 2002)




დაიბადა 1930 წელს თბილისში. საშუალო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტი. შრომითი საქმიანობა დაიწყო ქუთაისის ავტოქარხანაში. 1956 წლიდან მუშაობს ჯერ თბილისის საპროექტო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, შემდეგ საქართველოს ადგილმრეწვის საპროექტო ბიუროში.

სპორტში, კერძოდ ფეხბურთში, დამაჯერებელი წარმატებები ჰქონდა - იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების და ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშე. 1972 წელს მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად საცხოვრებლად ამოდის ისრაელში.

ივრითის შესწავლის შემდეგ მუშაობა დაიწყო სამხედრო მრეწველობის ქარხანაში, სადაც ტექნოლოგიური განÇოფილების უფროსობას მიაღწია. დანერგა არაერთი ტექნოლოგიური სიახლე.

ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას. განსაკუთრებულ გულისხმიერებას იჩენდა ახალ ჩამოსულების მიმართ აბსორბციის გასაადვილებლად. იყო "სოხნუთის" წარმომადგენელი საქართველოში.

50 წლის ასაკში ხელი მოჰკიდა ჭედურობას და შექმნა ხელოვნების ნიმუშები. მონაწილეობა მიიღო მრავალ გამოფენაში.

იყო ისრაელის საზოგადოება "თბილისის" საპატიო წევრი და ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე.






facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3