// 23.05.2019 11:32 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ფოტო არქივი  


ებრაული კულტურის დამცველთა ღვაწლის დაფასება


23-12-2012

ხანუქის დღესასწაულში საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის 30 კაციანი დელეგაცია ესტუმრა საქართველოს, კერძოდ, თბილისის ქართველ ებრაელთა დიდ სალოცავს - პირველი სანთლის საზეიმო ვითარებაში ასანთებად. ამ ცერემონიას დიდი პატივი დასდეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა, თბილისის საზოგადოების წარმომადგენლებმა ებრაელებმა და ქართველებმა.

თელ-ავივში გამართული საზეიმო საღამო წარმოადგენდა თბილისში ჩატარებული ხანუქის საღამოზე შექმნილი უაღრესად თბილი და მეგობრული გარემოს მიერ გამოსხივებული დადებითი ენერგიების შთამბეჭდავ ანარეკლს.

დიახ, ეს საღამო მხურვალე მისალმებით გახსნა სემკ-ის პრეზიდენტმა გაბრიელ მირილაშვილმა, მიესალმა დარბაზში მყოფ დიასპორის მინისტრს იული ედელშტეინს, ამავე სამინისტროს დირექტორს რონენ პლოტნის, ქნესეთის წევრებს კონგრესის საპატიო ვიცე-პრეზიდენტებს ციპი ხოტოველსა და აბრამ მიხაელს, ქნესეთის წევრს ნინო აბესაძეს. სემკ-ის თანათავმჯდომარეებსა და მათ შორის ახლადარჩეულს, აქტიურ საზოგადო მოღვაწესა და ცნობილ სპორტულ კომენტატორს ჯამლეტ ხუხაშვილს, საქართველოს სრულუფლებიან ელჩს ისრაელში არჩილ კეკელიას, ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან გამოსულთა მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს ეფრაიმ ბაუხს* მადლობა გადაუხადა მოწვეულ საზოგადოებას, უსურვა საინტერესო და სასიამოვნო საღამო.

ბ-ნი გაბრიელი განსაკუთრებული სითბოთი მიესალმა დარბაზში მყოფ ძვირფას სტუმარს თბილისიდან ცნობილ ისტორიკოსს, ეთნოგრაფს, არქეოლოგსა და მეცნიერს პროფესორ გივი ღამბაშიძეს, რომელიც 1992 წლიდან მოყოლებული სათავეში უდგას თბილისის ქართველ ებრაელთა ეთნოგრაფიულ მუზეუმს. იგი თავს დასტრიალებს, ზრუნავს და უფრთხილდება რუდუნებით მოძიებულ ყოველ ისტორიულ ექსპონატს... ყველაფერს, რაც საქართველოში ებრაელთა მოსვლისა და დამკვიდრების ისტორიას ეხება.

სემკ-ის პრეზიდენტი სცენაზე იწვევს სწორედ ბ-ნ გივი ღამბაშიძეს - ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობის ერთ-ერთ აქტიურ მხარდამჭერსა და შემოქმედს, და საზეიმო ვითარებაში გადასცემს მას სემკ-ას ოქროს მედალს. მქუხარე ტაში და მხიარული მუსიკა აორკეცებდნენ დარბაზში შექმნილ ისედაც აღტაცებულ განწყობილებას. ბ-ნი გაბრიელი დასძენს, რომ სემკ-ის ოქროს მედალი გადაეცათ არიელ შარონს, შიმონ ფერესსა და რაფაელ ელაშვილს. თქვენ მეოთხე პატივცემული ადამიანი ბრძანდებით, რომელმაც დაიმსახურეთ ეს ჯილდო! იგი კონგრესის უმაღლესი ჯილდოა და ვისურვებდი, რომ პირადად თქვენთვის მოეტანოს ჯანმრთელობა და წარმატებები დაუოკებელ და უაღრესად ჰუმანურ საქმიანობაში!

სიხარულითა და დარბაზის სითბოთი აღელვებული პროფესორი გივი ღამბაშიძე ხელით ეხება ძვირფას ჯილდოს, აჩვენებს მას დამსწრე საზოგადოებას და მგრძნობიარე ხმით მიმართავს: ჩემო ძვირფასო ადამიანებო, ქართველო ებრაელებო! აი, ამ ოქროს მედლის გამოჭედვა დაიწყო ჩვენს წელთაღრიცხვამდე 586 წელს, როდესაც მცხეთის კარიბჭეს მოადგა იერუსალიმის ბეით ჰამიკდაშის აოხრებას გამოქცეული პირველი ებრაელი და მას მცხეთის მამასახლისი შემოეგება!.. დაიმახსოვრეთ - ებრაელთა საქართველოში ჩამოსახლებიდან ზუსტად 2600 წელი სრულდება 2014 წელს! ამ ფაქტის დამადასტურებელი ისტორიული რელიქვიები ჩვენს მუზეუმში ინახება, თბილისში!

პროფ. გივი ღამბაშიძე საუბრობს იმ მუზეუმზე, რომლსაც დაარსებიდან, 1932 წლიდან სათავეში ედგა არონ კრიხელი. 1948 იგი ილია პაპისმედოვმა შესცვალა, მაგრამ სამი წლის შემდეგ, 1951 წელს სტალინის ბრძანებით მუზეუმი დაიკეტა... მისი აღდგენა მოახერხეს მხოლოდ 1992 წელს შალვა წიწუაშვილმა და გივი ღამბაშიძემ.

სცენაზე მყოფი გაბრიელ მირილაშვილი და ჯამლეტ ხუხაშვილი საზეიმო ხმით აკეთებენ სენსაციურ განცხადებას ცნობილი მეცნიერისა და ისტორიკოსის, ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობის ხელშემწყობისა და ისტორიულ მონაპოვართა დამცველის პროფესორ გივი ღამბაშიძის კანდიდატურას ნობელის მშვიდობის




ციონ ალონი, ჯამლეტ ხუხაშვილი, ინფორმაციის და დიასპორის მინისტრის, იული ედელშტეინი


ინფორმაციის და დიასპორის მინისტრის, იული ედელშტეინი, ჯამლეტ ხუხაშვილი, სემკ-ის პრეზიდენტი, გაბრიელ მირილაშვილი


რაფი მირილაშვილი, სემკ-ის პრეზიდენტი, გაბრიელ მირილაშვილი, ინფორმაციის და დიასპორის მინისტრის, იული ედელშტეინი, ჯამლეტ ხუხაშვილი, შაბთაი ცური




შაბთაი ცური, აჰარონ ელაშვილი, ინფორმაციის და დიასპორის მინისტრის, იული ედელშტეინი






პროფ' დავიდ ბააზოვი, სემკ-ის პრეზიდენტი, გაბრიელ მირილაშვილი, პროფ' გივი ღამბაშიძე, შაბთაი ცური






სემკ-ის პრეზიდენტი, გაბრიელ მირილაშვილი, საქართველოს ელჩი ისრაელში, არჩილ კეკელია, პროფ' გივი ღამბაშიძე, ჯამლეტ ხუხაშვილი


ქნესეთის წევრი, ციპი ხოტოველი


ქნესეთის წევრი, ნინო აბსაზე


პროფ' გივი ღამბაშიძე


























facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3