// 23.05.2019 11:45 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ფოტო არქივი  


ბაბი იარის ტრაგედიის 71 წლის აღნიშვნა იერუსალიმში


23-9-2012

23 სექტემბერს მემორიალურ ცენტრ იად ვაშემში მეორე მსოფლიო ომის დროს ოკუპირებულ უკრაინაში ნაცისტების მიერ დაუნდობლად მოკლულ ებრაელთა ხსოვნის ტრადიციული ცერემონიალი გაიმართა, რომელიც ბაბი იარის ტრაგედიის წლისთავის თარიღს მიეძღვნა. ნაცისტური გენოციდის მსხვერპლი მილიონნახევარი ებრაელის ხსოვნის პატივსაცემად ისრაელის 32 ქალაქის წარმომადგენელი შეიკრიბა.

ცერემონიას უძღვებოდა უკრაინიდან გამოსულთა სრულიად ისრაელის გაერთიანების თავმჯდომარე დავიდ ლევინი. მარადიული ცეცხლი დაანთეს ებრაული სააგენტოს სოხნუთის თავმჯდომარემ ნათან შარანსკიმ და ბერშადის გეტოდან გადარჩენილმა ნაუმ კერპილევიჩმა.

ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა და ყოფილი სსრკ-დან გამოსულთა გაერთიანების პრეზიდენტმა გაბრიელ მირილაშვილმა, ევრაზიის ებრაელთა კონგრესის გენერალური მდივნის მოადგილემ ხაიმ ბენ იააკობმა, იად ვაშემის გენერალურმა დირექტორმა ნათან ეიტანმა, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში გენადი ნადოლენკომ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა კავშირის, გეტოსა და კონცენტრაციული ბანაკების ასოციაციების, რეპატრიანტთა საზოგადოებრივი საბჭოს წარმომადგენლებმა. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ქნესეტის დეპუტატმა ფაინა კირშენბაუმმა, ქალაქების მერების მოადგილეებმა.

ხსოვნის ცერემონიის დამთავრებისთანავე ანტისემიტიზმისა და ანტიისრეალიზმის საწინააღმდეგო საპროტესტო მიტინგი გაიმართა. კატასტროფის სულ უფრო მცირე და მცირე მოწმეები რჩებიან, აუცილებელია გავაგრძელოთ ძალისხმევა საშინელი ტრაგედიის ხსოვნის შესანარჩუნებლად, რათა ეს სისასტიკე მეორედ არ განმეორდეს. ებრაული სააგენტოს თავმჯდომარემ ნათან შარანსკიმ აღნიშნა, რომ კატასტროფის მოვლენები დიდი ხნის მანძილზე იჩქმალებოდა. საბჭოთა ხელისუფლება აკეთებდა ყველაფერს, რათა ჰოლოკოსტის ხსენება გამქრალიყო. შარანსკიმ გაიხსენა, რომ თავის დროზე მას და მის თანამოაზრეებს ბაბი იარისკენ გზა გადაუღობეს და არ მისცეს საშუალება ნაცისტების მსხვერპლთათვის პატივი მიეგოთ.

გამომსვლელები აღნიშნავდნენ, რომ ფაშისტების მიერ ნადგურდებოდნენ უკრაინელები, რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები, რომლებიც მათ წინააღმდეგ იბრძოდნენ, მაგრამ მხოლოდ ებრაელებს ხოცავდნენ იმის გამო, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. ძნელია გამონახო სიტყვები თანაგრძნობისა და წუხილის მთელი სიღრმის გამოსახატავად.

კატასტროფამ სისხლიანი და შეუხორცებელი კვალი დატოვა ყოველ ებრაულ ოჯახში. ტრაგედიის ხსოვნა ესაა ხსოვნა ომის, მისი სასტიკი არაადამიანურობის, მისი მსხვერპლის. მაგრამ ებრაელები არ ყოფილან ჯალათთა უმწეო მსხვერპლი. უკრაინის ებრაელები გმირულად იბრძოდნენ ნაცისტების წინააღმდეგ ფრონტზე, პარტიზანულ ბანაკებში, გეტოსა და კონცენტრაციული ბანაკების წინააღმდეგობის ჯგუფებში და ტყვიამფრქვევის რიგების ქვეშაც კი ბაბი იარში. ამიტომ ბაბი იარის ხსოვნა ებრაული გმირობის ხსოვნაცაა.

ცერემონიის დასასრულს ისრაელის ჰიმნი გაჟღერდა.



იად ვაშემის მემორიალური მუზეუმი



იად ვაშემის მემორიალური მუზეუმი



რაბი მეირ პორუში და სემკ-ის პრეზიდენტი, გაბრიელ მირილაშვილი





სოხნუტის თავჯდომარე ნატან შერანსკი და სემკ-ის პრეზიდენტი, გაბრიელ მირილაშვილი
















facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3