// 29.01.2020 02:21 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     პერსონალია     სპორტსმენები  


არიკ ზეევი მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი






28-4-2012 - ძიუდოს ცნობილი მწვრთნელის, ჩვენი თანამემამულის, რამაზ მამისთვალოვის აღზრდილი, ჯუდოკა არიკ ზეევი მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი ძიუდოში და ოქროს მედალი და ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება მოიპოვა

არიკ ზეევი კონგრესის საპატიო წევრია
27 მაისს (2004) კონგრესის წარმომადგენლებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყეს ძიუდოს ცნობილი მწვრთნელის, ჩვენი თანამემამულის, რამაზ მამისთვალოვის აღზრდილი, ჯუდოკა არიკ ზეევს .

ბ-ნმა გაბრიელმა არ ცდილა გულწრფელი სიხარულის დაფარვას: გულის სიღრმიდან ამოხეთქილ სიტყვებსა და სიხარულს მომზადება არ სჭირდება, ჩვენ ვამაყობთ შენი წარმატებით, შენ ყველა თემის შვილი ხარ, მარტო ისრაელის სახელი კი არ მოამაღლე, მაგალითი მიეცი ჩვენს მომავალ თაობას და იმედი ჩაუსახე, რომ წარმატების მიღწევა მართალია ადვილი არ არის, მაგრამ სრულიად შესაძლებელია. ჩვენ ვაფასებთ ყოველი ადამიანის მიღწევას ცხოვრების სხვადასხვა სფეროში და რა თქმა უნდა სპორტშიც. ჩვენ ამისი ხანგრძლივი ტრადიცია გვაქვს, შენი თავმდაბლობა დასაფასებელი და მისაბაძია. ძალიან გვიყვარხარ, გარეგნობითაც ქართველს ჰგავხარ, ამიტომ ჩვენი კონგრესის საპატიო წევრად გღებულობთ.

ბ-ნმა გაბრიელმა თავისი სიტყვების დამადასტურებლად არიკს კონგრესის საპატიო წევრობის სიგელი და 10 000 დოლარიანი ჩეკი გადასცა საჩუქრად.

არიკ ზეევის მწვრთნელმა რამაზ მამისთვალოვმა თავის მხრივ დიდი მადლობა გადაუხადა ყველას. მან აღნიშნა, რომ 5 წლის იყო არიკი მასთან ვარჯიში რომ დაიწყო. მისი ეს წარმატება წლების განმავლობაში თავდაუზოგავი ვარჯიშისა და დისციპლინის შედეგია. ბნეი ბრაკის კლუბი პატარა შენობაა, მაგრამ ამ შენობაში ბევრი ღირსეული სპორტსმენი გაიზარდა. არიკი მარტო კარგი სპორტსმენი კი არა, კარგი ადამიანიცაა. უნივერსიტეტშიც სწავლობს და სულ მალე დიპლომს აიღებსო. ჩვენი ერთადერთი მიზანი დღესდღეობით ათენის ოლიმპიადის მედალია და მჯერა, რომ არიკი იმედს არ გაგვიცრუებსო.

არიკ ზეევიმ აღელვება ვერ დაფარა, მან მადლობა გადაუხადა იქ დამსწრეთ ასეთი გულთბილი შეხვედრისათვის. აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ მას ბევრ ადგილას მოუწყეს შეხვედრა, მაგრამ ეს შეხვედრა განსაკუთრებულია, რადგან ის სითბო და სიყვარული, რაც აქ იგრძნო, სხვაგან არსად უგრძვნია. .

სტატიის გაგრძელება






facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3