// 23.08.2019 06:59 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ფოტო არქივი  


ისრაელსა და ყაზახეთის შორის დიპლომატიური ურთიერთობების იუბილე


17-4-2012

17 აპრილს, თელავივის სასტუმრო "დან"-ში ყაზახეთის საელჩომ საზეიმო სადილი გამართა ისრაელსა და ყაზახეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20 წლისთავის აღსანიშნავად ორგანიზებულ მიღებაზე.

ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა ისრაელის სახელმწიფოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის ხელმოწერილ იქნა 1992 წლის 10 აპრილს. ისრაელის საელჩო ყაზახეთში ფუნქციონერებს 1992 წლის აგვისტოდან, ხოლო ყაზახეთის ჯერ საკონსულომ, ხოლო შემდეგ საელჩომ ისრაელში მოღვაწეობა დაიწყო 1996 წლის მაისში, და მას შემდეგ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მიმდინარეობს ნორმალურ, მეგობრულ ჩარჩოებში.

საზეიმო სადილზე მიწვეული იყო კონგრესის დელეგაცია პრეზიდენტ გაბრიელ მირილაშვილის მეთაურობით. ყაზახეთის ელჩი გულთბილად მიესალმა მიწვეულ სტუმრებს და განსაკუთრებული ისტერესი გამოიწვია კონგრესის პრეზიდენტის - გ. მირილაშვილის მიმართ, რომელიც არის აგრეთვე "ბლოკის" პრეზიდენტი და ამდენად ყაზახეთიდან ამოსულთა გაერთიანება, ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ამოსულთა გაერთიანება შედის მის ფუნქციებში.

მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას ბ-ნმა გ. მირილაშვილმა მიულოცა ყაზახეთის ელჩს ეს დიდებული დღესასწაული, აღნიშნა ისრაელ-ყაზახეთის მეგობრობის ორმხრივი ურთიერთსარგებლიანობა და უსურვა შემდგომი წარმატებები ისრაელი და ყაზახი ხალხების საკეთილდღეოდ. მან აღუთქვა ელჩს, რომ "ბლოკის" ჩარჩოებში ინტენსიურად ითანამშრომლებს ყაზახეთიდან ამოსულ ებრაელთა გაერთიანებასთან. შინაარსიანი სიტყვით გამოვიდა აგრეთვე კონგრესის თანათავმჯდომარე პროფესორი დავიდ ბააზოვი.

უნდა აღინიშნოს, რომ კონგრესის დელეგაციას რეგულარულად იწვევენ ისრაელში ფუნქციონერი საზღვარგარეთის ქვეყნების საელჩოებისა და ჩვენს ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსების ღონისძიებებზე.

17-4-2012

17-4-2012
სემკ-ის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი და ისრაელის ქნესეთის წევრი ამნონ ქოენი

17-4-2012








facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3