// 14.11.2018 04:28 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     პერსონალია     მწერლები და პოეტები  


გურამ ბათიაშვილი




დაიბადა 1938 წლის 10 იანვარს სოფელ კულაშში, სამტრედიის რ-ნი (საქართველო).

1945 წლიდან 1956 წლამდე სწავლობდა ქ.ცხაკაიის რკინიგზის სკოლაში.

1956-1962 წლებში არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის (თურქული ენა და ლიტერატურა) ფაკულტეტზე. 1965-1967 წლებში მუშაობს გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" ლიტმუშაკად.

1967-1984 წლებში იყო ჟურნალ "თეატრალური მაცნე"-ს პასუხისმგებელი მდივანი.

1984 წლიდან - ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება"-ს მთავარი რედაქტორია. 1993 წლიდან უშვებს საქართველოში გაზეთს ებრაული თემატიკით "მენორა". 2003 წლის მარტიდან დაიწყო საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის (სემკ-ის) გაზეთის "საქართველოს ებრაელობა" გამოშვება.

გ.ბათიაშვილი არის მრავალი პიესის ავტორი. მათ შორის უნდა აღინიშნოს "ვალი", "ლალი, სიყვარული და სხვები", "1832 წელი", "სასიყვარულო თამაშები" და სხ. მისი პიესები წარმატებით იდგმება როგორც საქართველოს სცენაზე, ისე თეატრალური კოლექტივების მიერ რუსეთში, კანადაში, მექსიკაში, თურქეთში და სხ.

გ.ბათიაშვილი არის სამი რომანისა - "თუ დაგივიწყე, იერუსალიმო", "მეათე ადამიანი", "შინაური უცხო" - და მრავალი მოთხრობის ავტორი.

მან თარგმნა თურქულიდან ქართულზე საბახტინ ალის, ნაზიმ ხიკმენტისა და აზიზ ნესინის ნაწარმოებები.

გ.ბათიაშვილი არის რიგი ებრაული ორგანიზაციის მიერ მოწყობილი თავყრილობების მონაწილე, როგორიცაა: მოსკოვის "ვაად-ის" კონფედერაციის დამფუძნებელი ყრილობა, იგი ამ ორგანიზაციის მმართველობის წევრია 1989 წლიდან; 1991 წლიდან - მსოფლიო ებრაული კონგრესის (ნიუ-ორკი) და 1993 წლიდან - საერთაშორისო სიონისტური ორგანიზაციის მონაწილე.

1992-1995 წლებში არის საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს წევრი.

1999 წლიდან, საქართველოს ევროპის კავშირში შესვლის შემდეგ, არის ევროპის ებრაულ ორგანიზაციათა და თემთა კომიტეტის წევრი.

1987 წლიდან გ.ბათიაშვილს მიენიჭა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება.

1990 წელს წიგნისათვის ისრაელზე "მზე ღრუბლებში" მიენიჭა საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემია.

1998 წელს პიესებისათვის "ვალი", "შეთქმულება" და "მიწა თუ სამშობლო?!" გ.ბათიაშვილს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია.

1998 წელს იგი დაჯილდოებულ იქნა ისრაელის პრეზიდენტის საპატიო სიგელით. გ.ბათიაშვილი არის საქართველოს მწერალთა კავშირისა და საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა მმართველობის წევრი, აგრეთვე საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა თანამშრომლობის ცენტრის პრეზიდიუმის წევრი. 2002 წელს არჩეულ იქნა საქართველო-ისრაელის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად.





facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3