|
|
|
|
აბრამ ფიჩხაძის მოკლე ბიოგრაფიული ცნობები 15-4-2012
აბრამ (ალბერტ) ფიჩხაძე დაიბადა 1940 წლის 6 სექტემბერს ქ.ქუთაისში, მორწმუნე ოჯახში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო საფეიქრო ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა წითელ დიპლომზე. აქვს უმაღლესი განათლება – დაამთავრა მოსკოვის საფეიქრო ინსტიტუტი. მუშაობდა საფეიქრო ფაბრიკაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. აქვს გამოგონებები საფეიქრო ტექნოლოგიაში.
საყოფაცხოვრებო სამინისტროს მიერ დაინიშნა ქუთაისის სასწავლო კპმბინატის დირექტორის მოადგილედ. პარალელეურად კითხულობდა ლექციებს პროფესიულ ტექნიკუმში. ისრაელში ამოსვლამდე, ბოლო წლებში იყო ორჯონიკიძის რაიონში სამკერვალო ფაბრიკის წარმოების უფროსი. 1972 წელს ამოვიდა ისრაელში მეუღლესთან და ვაჟთან ერთად. 1974 წელს არჩეულ იქნა კირიათ იამის მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრად. იყო ჩრდილოეთის ოლქის საქართველოდან ამოსულ ებრაელთა კომიტეტის თავმჯდომარე. აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ ღონისძიებებში. 1984 წელს, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად გადავიდა ბელგიაში. ეწევა ბიზნესს ბელგიასა და რუსეთს შორის. ჰყავს ორი შვილი და ორი შვილიშვილი. ამჟამად პენსიონერია. რამოდენიმე წელია ცნობილ რაბინებთან ღრმად სწავლობს ებრაულ რელიგიას. კონგრესის ხელმძღვანელობა ულოცავს ბ-ნ აბრამს ბელგიაში კონგრესის ოფიციალურ წამომადგენლის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას და უსურვებს მას წარმატებებს საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში. |