// 12.12.2019 06:19 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     სემკ-ის საქმიანობა  


ხანუქის სანთლების ანთება გოდების კედელთან




2011 წლის 27 დეკემბერს საქართველოდან ამოსულმა ებრაელთა საზოგადოებამ ხანუქის დღესასწაული იზეიმა იერუშალაიმში გოდების კედელთან, ხანუქის სანთლების ანთებით. ღონისძიება ჩატთრდა ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესისა და ხაბადის "ტანკების" ჯგუფის ერთობლივი თანადგომით. ხაბადის "ტანკების" ტრადიციული, მეტად შთამბეჭდავი მსვლელობით ასეულ ათასობით ადამიანს თვალწინ წარმოესახა ის დიდი სასწაული რაც ათასწლეულების წინ წმინდა მიწაზე მოხდა. ხაბადის "ტანკების" კოლონამ თავისი მეტად შთამბეჭდავი მსვლელობა ნაცერეთ ილითიდან დაიწყო.

ისინი დილიდან საღამომდე ისრაელის ხალხმრავალ უბნებში მუშაობდნენ. ყოველ მანქანაში იყო სუფგანიოტების, სანთლების, ხანუქიების, საინფორმაციო ფურცლების და ხანუქის დღესასწაულის რაობის ამსახველი ბროშურების მარაგი. წინა წლების ხაბადის 3 "ტანკიდან" ტრადიციულ კოლონას ამჟამად კიდევ 4 ახალი "ტანკი" შეემატა. მანქანები შეიღება და მოირთო მათ წინამორბედთა მსგავსად და, ამდენად, შვიდივე გარეგნულად ერთნაირად გამოიყურებოდა. ხაბადის მანქანების კოლონას მსვლელობის მთელ გზაზე მისალმების საყვირებით ეგებებოდნენ გზაზე შემხვედრი მანქანის მძღოლები.

"ტანკების" კოლონამ ისრაელის მრავალი ქალაქი გაიარა, მათ შორის: ნაცერეთ ილითი, ხაიფა და მისი შემოგარენი (კრაიოთ), ხედერა, გივათ ოლგა, ნათანია, რაანანა, თელავავი, რიშონ ლეციონი, სავიონი, ბნეი ბრაკი, ლუდი, კფარ ხაბადი, კირიათ მალახი, იერუშალაიმი. და ბოლოს, მსვლელობის მესამე დღის დასასრულს, "ტანკების" კოლონა გოდების კედლის წინამდებარე მოედანზე ერთმანეთის მიყოლებით მოვიდა.

გოდების კედელთან გამართულ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს: ხაბადის მობილური ჯგუფის თავჯდომარე რაბი დავით ნახშონმა, რაბი მოშე იასმინმა კიევიდან და ზეიმის ხელმძღვანელმა, ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა და ტანკების მსვლელობის ერთერთმა მხურვალე მხარდამჭერმა, გაბრიელ მირელაშვილმა. მანვე, ქართველ ებრაელთა საზოგადოების სახელით გოდების კედელთან სეფერ თორა მიაბრძანა.

გაბრიელ მირილაშვილი დაესწრო ტანკების მსვლელობის დასრულებას. მანვე დაანთო ხანუქის სანთელი იქ მყოფ მრავალრიცხოვან მლოცველთა წინაშე და ზეიმის მონაწილეებს მეტად შთამბეჭდავი სიტყვით მიმართა, რომელშიც მან გაიხსენა საქართველოში ცხოვრების დროს ჩვენს თემში ასე წმინდად შენახული ხანუქის დღესასწაულის აღნიშვნის ისტორიული ტრადიცია.








facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3