// 20.06.2019 02:58 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     სემკ-ის საქმიანობა  


დავიბრუნოთ ღირსება მემორიალის გახსნა ლუბავიჩში




2011 წლის 10 ნოემბერს, სმოლენსკის ოლქის, რუდიანსკის რაიონის ლუბავიჩში ჩატარდა ნაცისტების მიერ 1941 წლის ნოემბერში სიკვდილით დასჯილი 483 ებრაელისადმი მიძღვნილი მემორიალის გახსნის ცერემონიალი.

ეს პროექტი საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის, ჰოლოკოსტის ცენტრის და როსეთის ებრაული კონგრესის ურთიერთ თანამშრომლობის პირველი მნიშვნელოვანი წარმატებაა.

გახსნის ცერემონიალზე სიტყვებით გამოვიდნენ: ებრაული, რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ისრაელისა და სხვა სახელმწიფოთა საელჩოების და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დაღუპული ებრაელების სულის მოსახსენებელი ლოცვა აღასრულეს მოსკოვის ბოლშაია ბრონნაიას სინაგოგის რაბინმა ისაკ კოგანმა და სმოლენსკის ოლქის მთავარმა რაბინმა ლევი მონდშტეინმა.

პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესმა, მისმა პრეზიდენტმა, ცნობილმა ბიზნესმენმა და მეცენატმა გაბრიელ მირილაშვილმა, პროექტის, დავიბრუნოთ ღირსების მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ იური დემბროვსკიმ და სმოლენსკის ოლქის ებრაულმა ნაციონალურ კულტურულმა ავტონომიამ და რეკ-ის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სმოლენსკის მერის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ლევანტმა.



მემორიალის გახსნა ლუბავიჩში
მემორიალის გახსნა ლუბავიჩში



მემორიალის გახსნა ლუბავიჩში
დაღუპული ებრაელების სულის მოსახსენებელი ლოცვა აღასრულეს მოსკოვის ბოლშაია ბრონნაიას სინაგოგის რაბინმა ისაკ კოგანმა და სმოლენსკის ოლქის მთავარმა რაბინმა ლევი მონდშტეინმა
გაბრიელ მირილაშვილი








facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3