// 20.06.2019 03:46 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ფოტო არქივი  


ხანუქის სანთლების შუქმა თელავივი გააცისკროვნა


20-12-2011

წლევანდელი ხანუქის დღესასწაულის დღეებში თელავივში, ქალაქში, რომელსაც არ სძინავს, სრულიად უპრეცედენტო მოვლენას ჰქონდა ადგილი. ქალაქის სხვადასხვა უბნებში რაბი მელუბავიჩის ხაბადის ცენტრმა და მისმა ფილიალებმა, ქალაქის მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, 50 გრანდიოზული ხანუქია დადგა. ღონისძიებას სათავეში ედგა თელავივში რაბი მელუბავიჩის ხაბადის ცენტრის წარმომადგენელი, რაბი იოსებ გარლიცკი. ხანუქიების დადგმის მიზანი იყო ხანუქის სასწაულის რეკლამირება და მისი სანთლების შუქით ქალაქის გაცისკროვნება.

ერთერთი უზარმაზარი, განსაკუთრებულად მორთული და თვალისმომჭრელი ხანუქია დაიდგა ახლად განახლებული თეატრის ჰაბიმა წინამდებარე მოედანზე, სადაც ყოველ საღამოს ხანუქის სანთელს, მრავალრიცხოვანი დამსწრე საზოგადოების მონაწილეობით, თეატრის ერთერთი მსახიობი ანთებდა.

ცენტრალური ხანუქია ტრადიციისამებრ თელავივში დიზენგოფის მოედანზე დაიდგა. ხანუქის მთელი დღესასწაულის მანძილზე ყოველ საღამოს სანთელს ქალაქის ასობით მცხოვრებთა მონაწილეობით სხვადასხვა რაბინი და საზოგადო მოღვაწე ანთებდა. სხვა გამოჩენილ ადამიანთა შორის სანთლის ანთებაში მონაწილეობა მიიღეს თელავივის მერმა ბნმა რონი ხულდაიმ; ისრაელის წითელი მაგენ დავითის პრეზიდენტმა პროფესორმა იუდა სკორნიკმა; ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა ბმა გაბრიელ მირილაშვილმა და ჯარისკაცთა მხარდამჭერი ასოციაციის თავმჯდომარემ ბნმა ავიგდორ კაალანმა.

თელავივში რაბი მელუბავიჩის ხაბადის ცენტრის წარმომადგენელმა რაბი იოსებ გარლიცკი აღნიშნა, რომ წელს, როდესაც შესაძლებელი გახდა ისრაელი ერის გაყოფის მცდელობის დაძლევა, ხანუქის სანთლის ანთება განასახიერებს ისრაელი ერის ერთობისა და ურთიერთსიყვარულის შუქის გამარჯვებას ერის განხეთქილებისა და ურთიერთსიძულვილის მცდელობაზე. მან მოუწოდა პრესის ყველა მუშაკს რათა მოვიდეს აქ და თავისი თვალით იხილოს საოცარი მრავალფეროვნება საზოგადოებისა, რომელიც ერთად ხელიხელ ჩაკიდებული ზეიმობს თელავივში ხაბადის მიერ მოწყობილი ხანუქიების ირგვლივ. ეს ერის საოცარი ერთიანობის და წინაპართა ტრადიციებთან მისი სისხლხორცეული კავშირის გამოხატვაცაა. მან დასძინა: ხანუქის სასწაულით (ნესით) განპირობებული აღტკინება ერთად მიგვიყვანს მთელი ერის ხსნით (გეულით) გამოწვეულ სიხარულამდე.


რავ იოსეფ გარლიცკი ხაბადის რაბი თელ ავივში, პროპ' იეჰუდა სკორნიკი მაგენ დავითის პრეზიდენტი და გაბრიელ მირილაშვილი საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი










facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3