// 08.04.2020 14:17 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ფოტო არქივი  


ხანუქის სანთლების ანთება ლუდში




2011 წლის 24 დეკემბერს ქ. ლუდის საზოგადოებრივ ცენტრ მათნასში ჩატარდა ხანუქის სანთლის ანთების აღსანიშნავი ტრადიციული საზეიმო საღამო ქალაქში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა საპატივცემოდ.

ზეიმს დაესწრო და ამით საზოგადოებას დიდი პატივი მიარგო ისრაელის მთავრობისა და ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) რჩეულმა წარმომადგენლებმა.

მათ შორის იყვნენ:
ფინანსთა მინისტრი იუვალ შტაინიცი, ისრაელის მთავრობის მეთაურის მოადგილე და სტრატეგიული საკითხების მინისტრი მოშე (ბუგი) იალონი, გარემოს დაცვის მინისტრი გილად ერდანი, დიასპორასთან ურთიერთობის მინისტრი იული ედელშტეინი, ქნესეთის წევრი იარივ ლევინი, კანონმდებელი კომიტეტის თავიჯდომარე და ქნესეთის წევრი დანი დანონი.

საპატიო სტუმრების გვერდზე იდგნენ ქართველ ებრაელთა თემის თვალსაჩინო წარმომადგენლები: ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი, ბ-ნი გაბრიელ მირელაშვილი, კონგრესის დირექტორი ბ-ი არონ ელაშვილი, ორგანიზაცია ახლას (საზოგადოების კეთილდღეობისათვის მზრუნველთა ორგანიზაცია) თავმჯდომარე, ბ-ნი რაფი კეტაშვილი.








facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3