// 20.08.2019 02:48 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ფოტო არქივი  


თორის სამართალდამცველთა მსოფლიო ყრილობა


28-30/11/2011

თორის სამართალდამცველთა მსოფლიო ყრილობა დევიზით სოციალური სამართლიანობა თორის სამართალში

2011 წლის 2830 ნოემბერს, იერუშალაიმის სასტუმროში რამდა გაიმართა ასოციაცია ალიხოთ ამ ისრაელის მორიგი ყრილობა (თორის სამართალდამცველთა და მსაჯულთა მორიგი 21ე მსოფლიო ყრილობა სოციალური სამართლიანობის დევიზით). ყრილობაზე მრავალი საკითხი იქნა განხილული, რომელიც დღევანდელი ისრაელის საზოგადოებრივი ცხოვრების დღის წესრიგში დგას. მათ შორის, ისრაელის სტაჟიორ ექიმთა შრომის პირობებისა და ეკონომიური ანაზღაურების პრობლემები ალახის (იუდაიზმის ადათწესების) თვალთახედვით; დაბეგვრის კანონები; ისრაელის საზოგადოებაში არსებული სოციალურეკონომიურ დონეთა სხვაობა; კერძო სექტორებში დამქირავებელთა დაქვემდებარებაში მყოფ მომუშავეთა სოციალურეკონომიური პირობები და სხვა.

სამართალი სამართალს მოსდევს, თორის ამ სიტყვებით გახსნა ბრძენმა რაბი ოვადია იოსებმა მსაჯულთა და რაბინების მორიგი ყრილობა, რომელიც ასოციაცია ალიხოთ ამ ისრაელის ორგანიზაციით იერუსალიმის სასტუმროში რამდა გაიმართა. რაბი იოსებმა ვიდეოფირზე ჩაწერილ თავის სიტყვაში განმარტა, რომ ყოველი მსაჯული უფალი ღმერთის თანამოზიარეა სამყაროს შექმნაში, ამიტომაც ეჭვმიუტანელია მათი გადაწყვეტილება, რადგან იციან რომ ასე ითქვა თორაში და არ არსებობს ადამიანი, რომელიც თორის წინააღმდეგ ამოიღებს ხმას, მასთან ყველა წმინდაა, დიდი მადლია მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერება. რაბიმ დალოცა ისრაელის მთავარი რაბანუთის წევრი და კირიათონოს მთავარი რაბი რაცონ აროსი, რომლის ინიციატივითა და ორგანიზაციით აგერ უკვე ოცდამეერთედ ყოველწლიურად ეწყობა ასოციაციის ყრილობა.

ყრილობის მუშაობაში მონაწილეობლნენ როგორც ისრაელის ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასეულობით მსაჯული და რაბინი.

ყრილობის ცენტრალურ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ასოციაცია ალიხოთ ამ ისრაელის თავმჯდომარე, ისრაელის მთავარი რაბანუთის წევრი და კირიათონოს მთავარი რაბი რაცონ აროსი.

რაბიმ მოუწოდა ისრაელის ქნესეთის წევრებს მორწმუნეთა და ხარიდიმების ფრაქციებიდან დააყენონ ქნესეთის წინაშე საკითხები: ისრაელის სასამართლოებში წევრებად შეიყვანონ თორის მსაჯულები; აქტიურად იმოქმედონ, რათა ქნესეთში შეტანილი ყოველი კანონი ალახის თვალთახედვით განიხილებოდეს. მან დასძინა, რომ საზოგადოების მოწოდება სოციალური სამართლიანობისაკენ უნდა გაძლიერდეს მიზანდასახული საქმიანობით და რომ თორა განსაზღვრავს სოციალური თანასწორობის კანონებით ცხოვრების გზას.

ყრილობის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პოლიტიკოსებმა. მათ შორის: უპორთველო მინისტრმა მეშულამ ნაჰარიმ, რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ქნესეთის მორწმუნეთა და ხარიდიმების ფრაქციათა წარმომადგენლებმა მარცხი განიცადეს, რადგან დღემდე ვერ დააყენეს თორის მსაჯულთა მონაწილეობით სასამართლოების შექმნის საკითხი.

ფინანსთა კომისიის თავმჯდომარემ ქნესეთის წევრმა რაბი მოშე გაფნიმ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ როდესაც დღეს მთელი მსოფლიო ღრმა ეკონომიურმა კრიზისმა მოიცვა, ისრაელის ეკონომიკა და მეურნეობა მყარად დგას აღორძინების გზაზე. ეს ფენომენი მან იმ ფაქტით ახსნა, რომ დღეს უფრო და უფრო მეტი ებრაელი უახლოვდება ტრადიციებს და იუდაიზმს. მან დასძინა, რომ შეუძებელია სხვა ლოგიკური ახსნა იმ ფაქტისა, რომ იმ პირობებში, როდესაც მთელი ევროპა ეკონომიურმა კრიზისმა მოიცვა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ბანკები გაკოტრდა და დაიხურა ისრაელის ეკონომიკა ძლიერად და მდგრადად იდგა

ისრაელის მთავარმა რაბინიმა იონა მაცგერმა ყრილობაზე დააყენა საკითხი სასამართლოებში თორის მსაჯულთა შეყვანის შესახებ.

ყრილობის პრეზიდენტმა ბმა გაბრიელ მირილაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ისტორიული დღეა. მან, რაბი მენცერის და რაბი ოვადია იოსების დალოცვით დაასრულა კირიათონოში თორის სამართლის მსოფლიო ცენტრის მშენებლობა. ღვთის ნებით, თქვა მან, ევროპის რაბანუთის რაბინთა მომავალი ყრილობა კირიათონოში გაიმართება.


ისრაელის მთავარი რაბი, ოვადია იოსეფი მიესალმება კონფერენციის მონაწილეებს

 კონფერენცია, საზოგადოებრივი სამართლიანობა თორის კუთხით
ბ-ნ მეშულამ ნაჰარი, რავ რაცონ არუსი, ისრაელის მთავარი რაბი იონა მეცგერი და სემკის პრზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი



























facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3