// 20.08.2019 02:48 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     სემკ-ის საქმიანობა  


შეხვედრა ომის ვეტერანებთან და გმირებთან


10-5-2011

გენერალი რომან იაგელ 10/5/2011 - კონგრესის დელეგაცია შეხვდა ნაციზმის წინააღმდეგ ბრძოლებში მონაწილე ინვალიდი მებრძოლებისა და პარტიზანების კავშირის წევრებს, რომელსაც ხელმძღვანელობს თადარიგს გენერალი რომან იაგელი. კონგრესის დელეგაციას მეთაურობდა სემკ-ის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი.

შეხვედრაზე განხილული იქნა ვეტერანებისადმი კონგრესის დახმარების საკითხი, აგრეთვე 16 მაისის საიუბილეო საღამოსთან დაკავშირებული ღონისძიებანი და რაც მთავარია, საუბარი იყო კინოფილმზე, რომელიც გადაღებულ იქნება კონგრესის ეგიდით ომის ვეტერანებისა და გმირების შესახებ.

ვეტერანებზე გაწეული დიდი დახმარებისა და ზრუნვისათვის ბ-ნმა რომან იაგელმა კონგრესის პრეზიდენტს საჩუქრად გადასცა ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების 65 წლისთავთან დაკავშირებით გამოცემული მედალი.

ამავე დღეს სტუმრები და მასპინძლები ეწვივნენ ქიფურისა და 6-დღიანი ომების მებრძოლს, სატანკო დივიზიის ყოფილ უფროსს, ისრაელის გმირს ავიგდორ კაჰალანის, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს ჯარისკაცთა სასარგებლოდ მოქმედ საზოგადოებას (ამუთას). კაჰალანიმ შეხვედრის მონაწილეებს მოუთხრო, თუ როგორ სასწაულებრივად გადაურჩა იგი სიკვდილს, ცეცხლმოდებული ტანკიდან.

ბ-ნმა გაბრიელ მირილაშვილმა მამაც მებრძოლს აღუთქვა, რომ დააარსებს გმირთა დახმარების ფონდს.

ნათია ანტოშვილი









ვეტერანებმა და გმირებმა ბ-ნი გ. მირილაშვილი დააჯილდოვეს სპეციალური მედლით და საპატიო სიგელით









facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3