// 17.12.2018 02:15 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     მსოფლიო ამბები  


საფესახო მილოცვა




გილოცავთ ჩვენი ხალხის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულის, ფესახის შემობრძანებას.

ფესახის დღესასწაული გვახსენებს ებრაელი ხალხის სასწაულებრივ დახსნას სამი ათასი წლის წინათ მიცრაიმის 400 წლიანი ტყვეობიდან.

ბუნებრივია, რომ ამ დღეებში ასევე გვახსენდება, თუ როგორი ერთგულებით ინახავდნენ ჩვენი წინაპრები, ჩვენი მამა-პაპანი შორეული საქართველოს გალუთში ამ ბედნიერი კაი-დღის ტრადიციებს.

და ამჯერად, ისრაელის ქვეყვანაში დამკვიდრებული ჩვენი თემის ოჯახებში, დიდ მადლობას გადაუხდიან გამჩენს, რომ შეგვისრულა მრავალი საუკუნეების განმავლობაში საფესახო სუფრასთან წარმოთქმული ლოცვის სიტყვები: ამ წელს აქა ვართ, მომავალ წელს კი ისრაელის ქვეყანაში, ამ წელს აქა ვართ ყმებად, მომავალ წელიწადს ისრაელის ქვეყანაში თავისუფალი შვილები.

გისურვებთ, რომ დაგდგომოდეთ ბედნიერი, გახარებული, ჯანმრთელობის, ფარნასის და შვილმომავლის კარგად ყოფნის ქაშერი ფესახი.

საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი










facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3