// 13.07.2024 23:55 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     პერსონალია     მეცნიერები და ინჟინრები  


პროფესორი შურა ფიჩხაძე




75 წელი შეუსრულდა ქართველ ებრაელ მეცნიერს შალომ (შურა) ფიჩხაძეს .

იგი დაიბადა 1934 წელს თბილისში, 1952 წელს ამთავრებს ვაჟთა მე–19 სკოლას მედალზე და უგამოცდოდ ირიცხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე, რასაც 1957 წელს წარმატებით ამთავრებს.

1959–62 წლები – მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის ფაქიზი ტექნოლოგიის ინსტიტუტში სწავლა და 1963 წელს – წარმატებით საკანდიდატო დისერტაციის დაცვა. წარმატებებს წარმატება მოსდევს და 1995 წელს – თბილისში, სადოქტორო დისერტაციის დაცვა.


შურა ფიჩხაძე გახლავთ ტექნოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საინჟინრო და ნიუ–იორკის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი . სამართლიანად აღიარებულია საფეიქრო ქიმიის, როგორც მეცნიერების, საფეიქრო ქიმიის სკოლის ჩამომყალიბელი. გახლავთ 150–მდე სამეცნიერო ნაშრომის და ათეულობით გამოგონების ავტორი, რომლებიც დაპატენტებულია იაპონიაში, საფრანგეთში, იტალიაში და ინდოეთში.

ადრეული წლებიდან გატაცებული იყო მუსიკით, ბალეტით, ჭადრაკით. მისი საყვარელი კომპოზიტორებია ბახი და ჩაიკოვსკი; და არც შემთხვევითია, რომ ცხოვრების მეგზურად წარმატებული მუსიკოსი, თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებული–ქალბატონი ვიოლა ხანანაშვილი აირჩია. შურა ფიჩხაძეს მინიჭებული აქვს სპორტის ოსტატის წოდება ჭადრაკში, ხოლო მისმა კიდევ ერთმა გატაცებამ – ფოტოგრაფიულმა ნამუშევრებმა, ფოტოეტიუდებმა მრავალი ჯილდო დაიმსახურა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. სურათების მაღალხარისხოვნებით შურამ მართლაც და შეაჩერა ცხოვრების საუკეთესო წამები, „შეჩერდი წამო, შენ ხომ ასეთი მშვენიერი ხარ“ მიმართა მათ და მათაც სამუდამოდ დაისავანეს მისი ცხოვრების მშვენიერებად.

შურა ფიჩხაძის მრავალმხრივ ნიჭიერებას, მის მეცნიერულ შემოქმედებას გვირგვინად ადგას მისი უნიკალური ადამიანური ღირსებები – პიროვნული მოკრძალება, უსაზღვრო კეთილშობილება, კეთილზნეობა, მაღალი ინტელექტი – რაც აპირობებს მისადმი დიდ სიყვარულს და პატივისცემას.

ამჯამად, შურა ფიჩხაძე და ქალბატონი ვიოლა ისრაელის მკვიდრნი არიან. მშობლიურმა ქვეყანამ ერთგული და ღირსეული შვილი სიყვარულით და ფასდებით მიიღო,ზრუნვა და ყურადღება არ დაკლებია, მაგრამ მისი ჯანმრთელობა შერყეულია. ვულოცავთ რა მას ესოდენ მნიშვნელოვან თარიღს – 75 წლის შესრულებას მისი ოჯახის წევრები, კოლეგები, თანაუნივერსიტეტელები, თანამოქალაქენი – ვუსურვებთ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას თავისი ლამაზი და შინაარსიანი ცხოვრების გასაგრძელებლად.

წერილის ავტორი თანაკურსელი, პოეტი–სიმა ჯანაშვილი.

მილოცვას უერთდებიან ოჯახის წევრები: მეუღლე – მუსაკადმცოდნე, ვიოლა ხანანაშვილი, ვაჟი – ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ბორის ფიჩხაძე, რძალი–ნინო და შვილისშვილები: ლექსო და მიშიკო.

საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესი
სემკ–ის მეცნიერთა კომისია




facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3