// 23.08.2019 06:29 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     მსოფლიო ამბები  


იომ ჰაზიქარონ - ხსოვნის დღე


22-4-2015

იომ ჰაზიქარონ (ხსოვნის დღე)- ისრაელის სახელმწიფო დღესასწაულია, რომელიც აღინიშნება 4 იარს ებრაული კალენდრით. მომდევნო დღეს, 5 იარს, აღინიშნება იომ ჰააცმაუთ (დამოუკიდებლობის დღე). თუ 5 იარი შაბათს ემთხვევა ეს დღეები შესაბამისად 3 და 4 იარზე გადადის.

ამ დღეს იგონებენ ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცებს, რომლებიც თავიიანთი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ ისრაელის ომებში, აგრეთვე უშიშროების სხვა სამსახურების წარმომადგენლებს. მათთან ერთად პატივს მიაგებენ ტერორის მსხვერპლებსაც.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ქართველი ებრაელი ჯარისკაცების წვლილიც, რომლებიც თავდადებით იბრძოდნენ და ორმა მათგანმა ისრაელის გმირის სახელიც კი დაიმსახურა.

ხსოვნის დღეს ტარდება ბევრი სახელმწიფოებრივი ღონისძიება, რომლებსაც ხელისუფლების და ჯარის წარმომადგენლები ესწრებიან. იომ ზიქარონი იწყება (21-4-2015) 20:00 საათზე ადგილობრივი დროით. ამ დროს გაისმის ერთწუთიანი სირენის ხმა, რომლის დროსაც ისრაელელები წუთიერი დუმილით მიაგებენ პატივს დაღუპულთა ხსოვნას. მორწმუნე ებრაელები ამ დროს აღავლენენ ლოცვებს დაღუპულთა სულის მოსახსენებლად. ოფიციალური ცერემონია ტარდება გოდების კედელთან იერუსალიმში, სადაც ისრაელის დროშა ნახევრად დაწეულია.

მომდევნო დღეს, დილის 11:00 ისმის სირენის ორწუთიანი ხმა, რომლის შემდგეგ ტარდება ცერემონიები ჯარისკაცთა საფლავებზე. 19:00-20:00 მთავრდება ხსოვნის დღე და იწყება ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღის ზეიმი. ოფიციალურ ცერემონიაზე ჰერცელის მთაზე იერუსალიმში დროშას კვლავ აღმართავენ, და ამით იწყება დამოუკიდებლობის დღის გრანდიოზული ზეიმი.

ხსოვნის დღის აღნიშვნა დამოუკიდებლობის დღის წინ უნდა გვახსენებდეს იმას, თუ რა საზღაური გაიღო ებრასლმა ხალხმა სახელმწიფო დამოუკიდებლობისათვის, რამდენი ჯარისკაცი დაეცა სამშობლოს სამსხვერპლოზე. ამ ორი დღის თანხვდენა კიდევ ერთხელ ლაპარაკობს ამ დღის მნიშვნელობაზე.




ונזכור את כולם

יִזְכֹּר
יִזְכֹּר עַם יִשׂרָאֵל אֶת בָּנָיו וּבְנוֹתָיו,
הַנֶּאֱמָנִים וְהָאַמִּיצִים, חַיָּלֵי צְבָא-הֲגָנָה לְיִשׂרָאֵל,
וְכָל לוֹחֲמֵי הַמַּחְתָּרוֹת וַחֲטִיבוֹת הַלּוֹחֲמִים
בְּמַעַרְכוֹת הָעָם, וְכָל אַנְשֵי קְהִילִיַּת הַמּוֹדִיעִין
וְהַבִּטָּחוֹן וְאַנְשֵי הַמִּשְׁטָרָה אֲשֶׁר חֵרְפוּ נַפְשָׁם
בָּמִלְחָמָה עַל תְּקוּמַת יִשְׂרָאֵל,
וְכָל אֵלֶּה שֶׁנִּרְצְחוּ בָּאָרֶץ וּמִחוּצָה לָהּ
בִּידֵי מְרָצְחִים מֵאִרְגּוּנֵי הָטֶּרוֹר.
יִזְכֹּר יִשׂרָאֵל וְיִתְבָּרַך בְּזַרְעוֹ וְיֶאֱבַל עַל זִיו הָעֲלוּמִים
וְחֶמְדַת הַגְּבוּרָה וּקְדֻשָׁת הָרָצוֹן וּמְסִירוּת הַנֶּפֶש
אֲשֶׁר נִסְפּוּ בַּמַּעֲרָכָה הַכְּבֵדָה.
יִהְיוּ גִּבּוֹרֵי מִלְחֲמוֹת יִשְֹרָאֵל עֲטוּרֵי הַנִּצָּחוֹן
חֲתוּמִים בְּלֵב יִשְֹרָאֵל לְדוֹר דּוֹר.







facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3