|
![]() ![]() |
![]() |
![]() |
23/4/2017 წელს 2017, იომ ჰაშოა – კატასტროფის დღე აღინიშნება 24 აპრილის რომელიც დაიწყება 23 აპრილის საღამოს 8 საათიდან. დილით 10:00 საათზე 24 აპრილის გაისმება სირენის ორწუთიანი ხმა. ![]() ჰოლოკოსტის სახელით ცნობილია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის ნაცისტური ხელისუფლების და მისი მოკავშირეების მიერ განხორციელებული ებრაელების, ასევე ბოშების, ჰომოსექსუალების და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდი. განადგურებული იქნა 6 მილიონზე მეტი ებრაელი. მოკლული საბჭოთა სამხედრო ტყვეების, პოლონელი ინტელექტუალების და სხვების გათვალისწინებით მსხვერპლის რიცხვი გაცილებით დიდია. ჰოლოკოსტის განმასხვავებელი ნიშნები შეგნებული ცდა მთელი ეროვნების სრული განადგურებისა, რომელმაც ევროპის 60% ებრაელის და მსოფლიოს თითქმის 35% ძირითადად ევროპელი მოსახლეობის განადგურებამდე მიიყვანა. ასევე ბოშების მეოთხედი თუ მესამედი მოსახლეობის, დაახლოებით 10%-ის, უფრო მეტად ინტელიგენციისა. განადგურებული იქნა ასევე 50 ათასამდე სულით ავადმყოფი და ინვალიდი, 2 მილიონამდე საბჭოთა სამხედრო ტყვე (ძირითადად შიმშილით), 10-დან 25 ათასამდე ჰომოსექსუალი, ათასობით იეჰოვას მოწმე და ა.შ. სისტემა გათვალისწინებული ადამიანთა მასობრივი განადგურებისთვის: ნაპოვნი იყო პოტენციურ მსხვერპლთა და მკვლელობების დამადასტურებელი ათასობით საბუთი. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გერმანიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აშენებულ იქნა "სიკვდილის ბანაკები", მილიონ ადამიანთა მკვლელობისთვის განსაზღვრული. ამასთან ერთად ადამიანთა მასობრივი განადგურების ტექნოლოგია ვითარდებოდა.
შოა (ებრ. კატასტროფა) - ტერმინი, რომელსაც ხმარობენ ებრაელები გერმანელი ნაცისტების პოლიტიკის, ებრაელების ეთნოსის გეგმური განადგურების გამოსახატავად. ამ სიტყვამ ებრაულ ტრადიციაში უფრო ნაკლებად კორექტული ტერმინი "ჰოლოკოსტი" შეცვალა. ებრაელები იყვნენ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფი, რომელიც განადგურებას ექვემდებარებოდა (თანასწორად სლავებისა და საბჭოთა ტყვეებისა, რომელთაგან უკანასკნელნი ითვლებოდნენ "ბოლშევიზმით დაავადებულებად”). პროგრამა "ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტილება" იყო ერთ-ერთო ყველაზე პრიორიტეტული დავალება გერმანული პოლიტიკისა. შოას მსხვერპლად ითვლება ევროპის 6 მილიონი ებრაელი, თუმცა მსხვერპლთა სრული სია არ არსებობს. ომის ბოლოს ნაცისტები სიკვდილის ბანაკების კვალსაც კი აქრობდნენ. დარჩენილია ცნობები უკვე გარდაცვლილი ხალხის განადგურებისა საბჭოთა არმიის მოსვლამდე. იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მუზეუმში, "იად ვაშემში" (Yad Vashem) ინახება პერსონალური დოკუმენტები დაახლოებით 3 მილიონი მსხვერპლის შესახებ. სტატისტიკური მონაცემებით, რომელიც გამოსცა მუზეუმმა "იად-ვაშემ", "ჰოლოკოსტის ენციკლოპედია", დაიღუპა 3 მილიონამდე პოლონელი ებრაელი, 1,2 მილიონი საბჭოთა ებრაელი, 140 ათასი ლიტველი ებრაელი და 70 ათასი ლატვიის ებრაელი, 560 ათასი უნგრეთის ებრაელი, 280 ათასი - რუმინეთის, 140 ათასი გერმანიის, 100 ათასი-ჰოლანდიის, 80 ათასი - საფრანგეთის, 80 ათასი ჩეხეთის, 70 ათასი - სლოვაკეთის, 65 ათასი - საბერძნეთის, 60 ათასი - იუგოსლავიის. ბელორუსიაში 800 ათასზე მეტი ებრაელი იქნა განადგურებული. ბალტიისპირეთს გერმანულმა სახელმწიფომ ”ებრაელთაგან გაწმენდილი ზონა” (judenfreie Zone) უწოდა - ებრაელი მოსახლეობა ასი პროცენტით იქნა განადგურებული. ![]() დავიმახსოვროთ და არ დავივიწყოთ ! ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |