|
![]() ![]() |
![]() |
![]() |
ისრაელის მუზეუმში გაიმართა დასკვნითი ცერემონიალი დონალდ ტრამპის ვიზიტის 27-5-2017 მსოფლიო ამბები აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საერთაშორისო ტურნეს ფარგლებში, ისრაელში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ქვეყნების ლიდერები შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცების, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილეს. ტრამპი ასევე შეხვდება ისრაელის პრეზიდენტ, რეუვენ რივლინს. ვიზიტის დროს კარგად გამოჩნდა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი უფრო მეტად უჭერს მხარს ისრაელის, ვიდრე მისი წინამორბედი, ბარაკ ობამა. მან რბილი პოზიცია დაიკავა ისეთი სადაო საკითხების მიმართ, როგორიცაა ებრაული დასახლებები, სადაც 600, 000-ზე მეტი ებრაელი ცხოვრობს 1967 წლის აღ. იერუსალიმის გაერთიანების შემდეგ. პრეზიდენტმა ასევე გააგზავნა მესიჯები იერუსალიმის საკითხზე და პირობა დადო, რომ აშშ-ს საელჩო გადავა თელ ავივიდან იერუსალიმში. ისრაელის მუზეუმში იერუსალიმში გაიმართა დასკვნითი ცერემონიალი დონალდ ტრამპის ვიზიტის. ამ ცერემონიაში აგრეთვე მიიღო მონაწილეობა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა, გაბრიელ მირელაშვილმა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |