// 22.11.2019 12:59 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ისტორია  


ცოტა რამ შმუელ აგნონის შესახებ...


28-2-2017 ისტორია

შმუელ იოსებ აგნონი არის ნობელის პრემიის ლაურიანტი მწერალი. ის დაიბადა 1888წლის 17 ივლისს, ბუჩაჩში, იმდროინდელ პოლონურ გალიციაში, ახლანდელ უკრაინაში.

მისი მამა შალომ მორდეხაი ჰალევი, რაბინად იყო ხელდასხმული, მაგრამ ასევე იყო ბეწვეულით მოვაჭრე. ის იცნობდა ბევრ ხასიდს, დედის მხრიდან ის ახლობლობდა მითნაგედებთან.

აგნონს არ უვლია სკოლაში. მან განათლება სახლის პირობებში მიიღო. ის სწავლობდა ჰასქალას და გერმანულს. რვა წლის ასაკში მან დაიწყო წერა ივრითსა და იდიშზე.

15 წლის ასაკში მან გამოსცა თავისი პირველი პოემა იდიშზე, რომელიც ეხებოდა კაბალისტ იოსებ დელა რეინას. მან გააგრძელა წერა და წერდა ივრითსა და იდიშზე. მისი ნაწერები თავდაპირველად იბეჭდებოდა გალიციაში.

1908 წელს ის საცხოვრებლად გადადის იაფაში, პალესტინაში. პირველი მოთხრობა, რომელიც მან იქ გამოაქვეყნა იყო აგუნოთ, რომელიც დაბეჭდა იმავე წელსვე ჟურნალ ჰაომერ-ში.

1913 წელს ის საცხოვრებლად გადავიდა გერმანიაში, სადაც ის შეხვდა ესთერ მარქს, მის მომავალ მეუღლეს.

1920 წელს ის დაქორწინდა და შეეძინა ორი შვილი. გერმანიაში მან გაიცნო ბიზმესმენი სალმან შოხენი, რომელიც შემდეგ მას მფარველობას უწევდა ლიტერატურულ საქმიანობაში და ასევე ფინანსურად უზრუნველყოფდა.

1931წლიდან აგნონის ნაწერები ქვეყნდებოდა შოხენის წიგნებში, ხოლო მოგვიანებით კი ჟურნალ ჰაერეც-ში, რომელიც ასევე შოხენის ოჯახის კუთვნილება გახლდათ.

1924წელს ხანძარმა იმსხვერპლა აგნონის სახლი, იშვიათი წიგნებითა და ხელნაწერებით. ამავე წელს ის საცხოვრებლად გადადის კვლავ პალესტინაში, ამჯერად იერუსალიმში. 1929 წელს მისი ბიბლიოთეკა კვლავ განადგურდა ანტი ებრაული კამპანიისა და არეულობის გამო. როდესაც მისმა ნოველამ ჰაქნასათ ქალა იხილა დღის სინათლე, ამას მოჰყვა კრიტიკის ქარცეცხლი, რამაც გარკვეულ წილად ხელი შეუწყო აგნონის სახელის დამკვიდრებას ლიტერატურაში.

1935 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობა სიფურ ფაშუტ .

1953-1962 წლებში გამოიცა მისი თხზულებების სრული კრებული რვა ტომად.

აგნონი ორჯერ იყო დაჯილდოებული ბეალიკის პრემიით 1934-1950წწ. ასევე ორჯერ დაჯილდოვდა ისრაელის პრემიით ლიტერატურის დარგში 1954-58წწ.

1966წელს მან მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.

აგნონი გარდაიცვალა 17 თებერვალს 1970 წელს გულის შეტევით. დაკრძალულია იერუსალიმში ზეთისხილის მთაზე.

სტატიის ავტორი აღმოსავლეთმცოდნე მარი მახარაძე

(ინფორმაცია მოძიებულია ინგლისურენოვან საიტებიდან)

Источник: facebook.com
Фото: Фото со страницы в Facebook




facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3