// 22.11.2019 12:27 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ისტორია  


ქუთაისის დიდი სინაგოგა


29-1-2017 ისტორია

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ქუთაისის ებრაული თემი სამოქალაქო მოსახლეობის ნახევარს შეადგენდა. ბატონყმობის გაუქმებამ და სავაჭრო გზების გახსნამ ქალაქის განვითარების სხვა რელსებზე გადასვლა გამოიწვია. შენდებოდა სამლოცველოები, სასტუმროს ტიპის სახლები, ქარვასლები.

1883 წელს ქუთაისის ებრაულმა თემმა დაიწყო სინაგოგის მშნებლობა, რომელიც 1886 წელს დასრულდა. გაზეთი ელ აქარმელი იმავე წელს ამ ფაქტის შესახებ წერდა:: ქუთაისის ჯამაათმა ( 300 - მდე ქართველი ებრაელის ოჯახი ) გადაწყვიტა ახალი სალოცავის აშენება, რადგან სახლი, რომელიც ადრე ჰქონდათ, დროჟამმა იავარჰყო. თანაც პატარა იყო, რათა დაეტია ყველა, ვინც მოდიოდა ღმერთის წინ მუხლმოსადრეკად.

3 წლის შემდეგ, 1886 წელს დასრულდა ახალი სალოცავის მშნებელობა. ჯამაათის თავკაცებმა დანარჩენ საკრებულოსთან ერთად თავი მოიყარეს, რათა ედღესასწაულათ სიმხიარულით იმ სახლის კურთხევა, რომლის აშენებაც 15 000 მანეთი დაჯდა.

დიდი ლოცვის პირველი რაბი იყო სიმონ მოშეს ძე რიჟინაშვილი, ლოცვა გათვლილი იყო 300 ადამიანზე და ბევრი განსაცდელი გამოიარა საბჭოთა პერიოდში, ქუთაისში დარჩენილი ებრაელობა დღეს სალოცავად იყენებს პატარა სინაგოგას, ხოლო დიდი ლოცვა თავისი უნიკალური არქიტექტურითა და მოხატულობით მეტწილად ტურისტების ინტერესსს წარმოადგენს.

სტატიაზე იმუშავა მამუკა აშვეთიამ-Mamuka Ashvetia​

Источник: www.facebook.com
Фото: ютюб




facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3