// 25.02.2017 06:58 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     სემკ-ის საქმიანობა  


ხანუქის სანთლების ანთება იერუსალიმში


25-12-2016

შთაბეჭდილებები ხანუქის ზეიმიდან, რომელიც იერუსალიმის თეატრში გაიმართა

ხანუქის მეორე სანთლის საღამოს, 25 დეკემბერს, ისრაელის დედაქალაქში, იერუსალიმის თეატრში ასობით ადამიანი შეიკრიბა ხანუქის დღესასწაულის ერთობლივად საზეიმოდ.

ხანუქის სანთლების ანთების ყოველწლიური ზეიმი საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის და მისი პრეზიდენტის ბ-ნ გაბრიელ მირილაშვილის ინიციატივით უკვე ჩვეულ დალოცვილ ტრადიციად იქცა.

თავიანთი სტუმრობით სანთლის ანთების ღონისძიებას პატივი სცეს რაბინების მთელმა რიგმა, მათ შორის იყვნენ ისრაელის მთავარი რაბინები. ისრაელის მთავარი რაბინი და მთავარი რაბანუთის საბჭოს პრეზიდენტი რაბი დავიდ ლაუ, რაბანუთის დიდი სასამართლოს პრეზიდენტი რაბი იცხაკ იოსები, მოსკოვის მთავარი რაბი ევროპის რაბინთა საბჭოს პრეზიდენტი რაბი პინხას გოლდშმიდტი. ევროპის რიგ სხვა რაბინებთან ერთად მათ თავიანთი დასწრებით პატივი სცეს ამ ღონისძიებას. რა თქმა უნდა, ზეიმზე გახლდათ თემის ხახამთა წარმომადგენელი რაბი მაშიახ მიხაელიც.

სანთლის ანთების საღამოს საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლების დიდი რიცხვი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ იერუსალიმის მერი ბატონი ნირ ბარკატი და სოციალური თანასწორობის მინისტრი ქ-ნი გილა გამლიელი.

ასევე საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ისრაელში და მათთან ერთად ხალხმრავალი საზოგადოება, ძირითადად საქართველოდან ამოსული ებრაელები, და ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირიდან ამოსული რამდენიმე სტუმარი .

ბუნებრივია, ღონისძიება ისრაელის ეროვნული ჰიმნით გაიხსნა ისრაელის დროშის ფონზე. საღამოს წამყვანმა დან კანერმა, რომელიც მისთვის ჩვეული განსაკუთრებული ხმითა და ნიჭით უძღვებოდა ზეიმს, სცენაზე მოიწვია ამ საღამოს მასპინძელი საქართველოს ებაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი ბატონი გაბრიელ მირილაშვილი. კონგრესის პრეზიდენტი გრძელი და ამაღელვებელი სიტყვით გამოვიდა და დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის.

ისრაელის პრემიერ მინისტრმა, რომელიც ასევე მოწვეულ იყო საღამოზე მაგრამ ვერ შეძლო დასწრება, ვიდეო რგოლით მიულოცა თემის წარმომადგენლებს ხანუქის დღესასწაული.

აღსანიშნავი სიტყვები წაიკითხეს მინისტრმა ქ-მა გილა გამლიელმა, იერუსალიმის მერმა ნირ ბარკატმა და ევროპის რაბინთა პრეზიდენტმა რაბი გოლდშმიდტმა. ღონისძიების აღნიშვნა ებრაელთა დედაქალაქში იერუსალიმში, გაერთიანებულ ქალაქში და ქართველ ებრაელთა განსაკუთრებულობა მთავარ მოტივად გაჰყვებოდა მთელ საღამოს.

ძირითადი მიზანი, რის გამოც შედგა აღნიშნული საღამო, იყო, რა თქმა უნდა, ხანუქის სანთლების ანთება. ხანუქის დღესასწაული სიმბოლოა ებრაული კულტურის გამარჯვებისა ყველა მათზე, ვინც მის წინააღმდეგ გაილაშქრა, და არავინაა ქართული თემის სადარი ამ სასწაულის წარმოსადგენად, ვინაიდან სწორედ მათ გალუთის ათასობით წლის მანძილზე შემოინახეს საკუთარი გენი და თვითმყოფადობა.

სანთლის ანთების პატივი ეგო ისრაელის მთავარ რაბინს რაბი იცხაკ იოსებს, ყველა პატივსაცემი სტუმარი, რომელიც ზეიმს ესწრებოდა, ასევე მიწვეულ იყვნენ სცენაზე როგორც სანთლის ანთების ცერემონიალის მონაწილენი.

იმავე საღამოს კონგრესის პრეზიდენტმა და წარმომადგენლებმა სამახსოვრო სუვენირები გადასცეს კონგრესის მეგობრებს, ქალაქის მერს ნირ ბარკატს და რაბი პინხას გოლდშმიდტს.

მაგრამ აქ საღამოს მხოლოდ პირველი ნაწილი დასრულდა. საღამოს წამყვანმა სტუმრებს სავარძლებში კომფორტულად მოკალათება შესთავაზა მეორე - მხატვრული - ნაწილის დაწყების მოლოდინში.

მომღერალი მერაბი და ანსამბლი ევროპა გამოვიდნენ სცენაზე სრული და მრავალფეროვანი რეპერტუარის წარმოსადგენად. ანსამბლმა საღამო ისრაელის ჰიმნით "ჰატიკვათი" დაიწყო, ხოლო მეორე, მხატვრული ნაწილი "ოქროს იერუსალიმით" და "შაბეხი იერუშალაიმით" გახსნა ამაღელვებელი და ზუსტი შესრულებით.

შთამბეჭდავი ღონისძიების დასასრულს ფართო საზოგადოება რომელიც საღამოს სტუმრობდა, იერუსალიმურ სუფთა და ცივ ღამეში სიხარულისა და კმაყოფილების გრძნობით გამოვიდა და ერთამენთს მხოლოდ ზეიმებში შეხვედრის სურვილებით ემშვიდობებოდა.










facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2017 GeorgianJews.org PART:3