// 19.12.2018 09:31 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     სემკ-ის საქმიანობა  


კონგრესის პრეზიდენტის მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებაში




ფოტოები სხვადასხვა ღონისძიებებიდან საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტის, გაბრიელ მირილაშვილის მონაწილეობით

07-12-2016
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი და საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი

ნიკოლა სარკოზი (დ. 28 იანვარი, 1955, პარიზი), ფრანგი პოლიტიკოსი, საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2011 წლებში. თანამდებობა დაიკავა 2007 წლის 16 მაისს მას შემდეგ რაც არჩევნებში დაამარცხა სოციალისტური პარტიის კანდიდატი სეგოლენ რუაიალი.

პრეზიდენტობამდე იყო საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტული პარტია კავშირი სახალხო მოძრაობისთვის (UMP) ლიდერი. ჟაკ შირაკის პრეზიდენტობის დროს მას ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ჟან-პიერ რაფარენის პირველ ორ მთავრობაში (2002-2004), იყო ფინანსთა მინისტრი რაფარენის ბოლო მთავრობაში და ისევ შინაგან საქმეთა მინისტრი დომინიკ დე ვილპენის მთავრობაში (2005-2007).

სარკოზი ასევე იყო დეპარტამენტ ო-დე-სენის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი (2004-2007 წლებში) და ნიოი-სიურ-სენის მერი (1983-2002). იგი ასევე იყო საფრანგეთის ბიუჯეტის მინისტრი ედუარდ ბალადიურის მთავრობაში ფრანსუა მიტერანის პრეზიდენტობის ბოლო წლებში.

საგარეო პოლიტიკურ საკითხებში იგი მომხრეა საფრანგეთის ახლო კავშირის აშშ-თან. მისი მეტსახელია სარკო (Sarko), რომელსაც ეძახიან როგორც მისი მხარდამჭერები, ასევე ოპონენტები

07-12-2016
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი და საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი

ჯონ კერი (დ. 11 დეკემბერი, 1943) ამერიკელი პოლიტიკოსი, სენატორი მასაჩუსეტსის შტატიდან 1985-2013 წლებში. აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე 2009-2013 წლებში. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ბარაკ ობამამ წარადგინა სახელმწიფო მდივნის პოსტზე. იგი იყო დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი 2004 წლის არჩევნებში.

07-12-2016
ებრაელი ამერიკელი ბიზნესმენი, ხაიმ საბანი და საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი

07-12-2016
საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი და ებრაელი ამერიკელი ბიზნესმენი შელდონ ადელსონი

შელდონ ადელსონი ღარიბი ემიგრანტის ოჯახში იზრდებოდა ბოსტონის შემოგარენში, ქალაქ დორჩესტერში (დაბ. 1933 წლის 1-ელ აგვისტოს). მამამისი ლიტვიდან იყო, დედა - უკრაინიდან.

ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ამ დროს ამერიკა ჯერ კიდევ იმკიდა დიდი დეპრესიის, დიდი გვალვისა და მშრალი კანონის გაუქმების შედეგებს... დღეს შელდონ ადელსონი ერთ-ერთი უმდიდრესი ამერიკელია. სათამაშო ბიზნესის მაგნატი მრავალ კაზინოსა და სასტუმროს ფლობს. მილიარდობით ქონება სათამაშო და ტურისტული ბიზნესით იშოვა.

მისი ქონება $26,5 მილიარდსაც აღწევდა. ჟურნალ "ფორბსის" ანალიტიკოსების შეფასებით, იყო დრო, როცა ადელსონი საათში დაახლოებით $1 მილიონს შოულობდა. თუმცა 2007 წელს აქციების ვარდნის შემდეგ, 2010 წლის მარტის უმდიდრესთა რეიტინგში იმავე "ფორბსმა" 76 წლის ადელსონს მხოლოდ 73-ე ადგილი არგუნა, ხოლო ქონება $9,3 მილიარდად შეუფასა. შელდონის ლას-ვეგასური კაზინოების სილუეტებს ბევრი იცნობს - ისინი ჰოლივუდის მრავალ ფილმში "მონაწილეობენ".

07-12-2016
რაბი პინხას გოლდშმიტი, მოსკოვის მთავარი რაბი, ევროპელ რაბინების გაერთიანების პრეზიდენტი და საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი







facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3