// 27.04.2017 05:17 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ფოტო არქივი  


ევროპის რაბინების კონფერენცია საფრანგეთში


12-5-2015

ევროპის რაბინთა კონფერენცია გაიმართა 2015 წლის 11 აპრილს, საფრანგეთში. საფრანგეთის პრემიერ მინიტრის მანუელ ვალსისა და ემანუელ იაკობოვიცის ინიციატივით. ღონისძიებას უძღვებოდა ევროპის რაბინთა ასოციაციის პრეზიდენტი ფინხას გოლდშმიტი, რომელიც ასევე გახლავთ მოსკოვის მთავარი რაბინი. კონფრენციაში მონაწილეობა მიიღო ,საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტმა - გაბრიელ მირელაშვილმა.

ღონისძიება მიეძღვნა ანტი-სემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორც რაბი ფინხას გოლდშმიტმა აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ მინისტრმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინა ებრაელების დევნის წინააღმდეგ ბრძოლაში, ბოლო პერიოდში არსებული ტერორისტული თავდასხმების შემდეგ, მანუელ ვალსმა გამოყო 100 მილიონი ევროს ოდენობის თანხა ანტი-სემიტიზმისა და რასიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებული გეგმის განსახორციელებლად. გეგმა მოიცავს როგორც იურიდიულ და საგანმანათლებლო რეფორმებს, ასევე ინტერნეტის მონიტორინგის (კონტროლის) ხერხების შეცვლას. კონფერენციაზე ასევე გაიმართა დაჯილდოება, რომელიც 2012 წლიდან იმართება და ატარებს ევროპის რაბინთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტის სახელს. პირველად ეს ჯილდო გადაეცა პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ევროპული პარლამენტის ყოფილ პრეზიდენტს ეჯი ბუზეკს. 2013 წელს კი ანგელა მერკელი გახდა ამ ჯილდოს მფლობელი.

პრემიერმა ვალსმა განაცხადა: " ვერავის წარმოუდგენია საფრანგეთი ებრაელების გარეშე", თავდასხმებმა ებრაეულ დასახლებებზე ჩვენც ძალიან გვატკინა გული და ჩვენი ჯარისკაცები იცავენ მათ დღემდე და დაიცავენ სანამ ეს იქნება საჭირო. დიდი კავშირია თორასა და ადამიანის ხელშეუხებელ უფლებებს შორის. ევროპის რაბინთა ასოციაციის სახით ჩვენ ვხედავთ რადიკალიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციას - თქვენ ხომ ჯერ კიდევ ჰოლოკოსტის შემდეგ დაეხმარეთ ევროპაში მცხოვრებ ებრაელთა თემს.

ფინხას გოლდშმიტმა მადლობა გადაუხადა პრემიერს გამბედაობისათვის, რადგანაც სხვა პოლიტიკოსები თავს არიდებენ დაარქვან ყველაფერს თავისი სახელი. მან ასევე აღნიშნა, ევროპა დგება იმ ფაქტის წინაშე , რომ მთავარ მტრად შეიძლება ჩაითვალოს ისლამური რადიკალიზმი და შეუმწყნარებლობა არამარტო ებრაელებისა და იუდაიზმის არამედ ყველა რელიგიის მიმართ. "ჩვენ ყველამ გამოვაცხადეთ ომი და მტერი მარტო ვერ გაიმარჯვებს".

თამარ გაგულაშვილი

12-05-2015
საფრანგეთის პრემიერი მანუელ ვალს და სემკ-ის პრეზიდენტი
გაბრიელ მირილაშვილი

12-05-2015
სემკ-ის პრეზიდენტი გაბრიელ მირილაშვილი და საფრანგეთის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი პიერ დე ვილიერს

12-05-2015

12-05-2015

12-05-2015

12-05-2015

12-05-2015

12-05-2015

12-05-2015

12-05-2015

12-05-2015

12-05-2015

12-05-2015

12-05-2015

12-05-2015







facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2017 GeorgianJews.org PART:3