// 17.12.2018 02:07 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ფოტო არქივი  


საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა რაბინებთან


21-10-2014

ქართულ-ებრაული ურთიერთობისა და 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის პრეზიდენტს, გაბრიელ მირილაშვილს, ებრაელთა ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ჰენრი ერჰენტრეუს, ევროპელ რაბინთა კონფერენციის აღმასრულებელ დირექტორ მოისე ლევინს და მსოფლიოს ქალაქების მთავარ რაბინებს უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან ძმობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორ ერს უნიკალური ურთიერთობები აკავშირებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართველი ამაყობს ამ სამაგალითო მეგობრობით და იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას პოლონეთის, რომის, ბრიუსელის, სტრასბურგის, დორტმუნდის, ჟენევის, მოსკოვის და ოდესის მთავარი რაბინები, ასევე ევროპის ებრაელთა პარლამენტის წევრი და რეიხმანის ფონდის დირექტორი დაესწრნენ.

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014







facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3