// 17.12.2018 02:09 (Jerusalem)       addMake this your home page   

    დაგვიკავშირდით
ძიება საიტში

  HOME     ფოტო არქივი  


საქართველოს ებრაელთა მუზეუმის გახსნა


20-10-2014

ქართულ-ებრაული ურთიერთობისა და 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიხსნა საქართველოს ებრაელთა მუზეუმი

საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი 60-წლიანი უმოქმედობის შემდეგ ახალ სიცოცხლეს იწყებს, - ქართველ ებრაელთა სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერისა და საზოგადო მოღვაწის დავით ბააზოვის სახელობის მუზეუმის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ისრაელის სამთავრობო დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

როგორც პრემიერმა გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მუზეუმმა დიდი როლი შეასრულა საქართველოს ებრაელთა სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლთა შეგროვებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მუზეუმის აღდგენა და განახლება ქართულ-ებრაული კულტურული ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

ირაკლი ღარიბაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც მუზეუმის და არაერთი ებრაული კულტურულ-რელიგიური ძეგლის აღდგენა-რესტავრირება ითავა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ქართველმა და ებრაელმა ხალხმა ისე გამოიარა საუკუნეები, რომ ერთმანეთის ძმობისთვის არასოდეს უღალატია და სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წელი ქართულ-ებრაული ურთიერთობისა და 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წლად გამოცხადდა. ასევე, საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, დაწყებულია ებრაელთა ძველი სასაფლაოებისა და სინაგოგების აღდგენის პროცესი.

მსოფლიოში არ არსებობს ორი ერის ძმობის ისეთი მაგალითი, როგორიც ქართველთა და ებრაელთა შორისაა. სწორედ საქართველოში გაჩნდა და დამკვიდრდა, ერთი შეხედვით, თითქოს სრულიად შეუსაბამო, მაგრამ დღეს უკვე ყველასთვის შესისხლხორცებული ცნება - ქართველი ებრაელი. ებრაელები ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს აღმშენებლობაში, ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ისინი ქმნიდნენ და იზიარებდნენ ქართულ კულტურას, ემსახურებოდნენ საქართველოს, მაგრამ არასოდეს დაუკარგავთ თვითმყოფადობა. ჩვენს ქვეყანაში ისინი არასოდეს დამდგარან ასეთი არჩევანის წინაშე და სწორედ ამიტომაც ასე ორგანულად შეერწყნენ ჩვენს ხალხსა და გარემოს. ეს ურთიერთობები, ეს მეგობრობა ფასდაუდებელი მონაპოვარია. სასიხარულოა, რომ ამ მეგობრობასა და სიყვარულს მრავალი წლის წინ საქართველოდან წასული ებრაელებიც ინახავენ და უფრთხილდებიან. ისინი ისრაელშიც აგრძელებენ ქართული კულტურის პოპულარიზაციას. როგორც ამბობენ, ამით მეორე სამშობლოსთან კავშირსაც ინარჩუნებენ, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ ორი ერის ძმობა ყოველთვის მტკიცე და ურყევი დარჩება და განათლების, კულტურის, საგარეო და სხვა მიმართულებებით მჭიდრო ურთიერთობები ხელს შეუწყობს ახალი თაობების დაახლოებას.

საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმის გახსნას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ.

აგრეთვე დაესწრნენ ქართველ ებრაელთა დელეგაცია ისრაელიდან, ქართველ ებრაელთა მსოფლიო კონგრესის, გაბრიელ მირილაშვილის მეთაურობით.



20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014

20-11-2014







facebook

50, Dizengof str., Tel-Aviv 64332 Israel, Tel. 972-3-6204557 Fax. 972-3-6204573 Email: wcgjmail@gmail.com
Copyright © 2003 - 2018 GeorgianJews.org PART:3